შეკვეთა და მიტანის სერვისი

 მიტანა, შეკვეთის გაუქმება, პროდუქტის დაბრუნება.
1. მიტანის წესები:
პროდუქტის მიწოდებას audera.ge ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძენა განხორციელდა ვებ-გვერდიდან და მომხმარებელმა აირჩია მიტანის სერვისი! 
2. მიტანის ღირებულება:
ქ. თბილისი1 კილოგრამის ღირებულება შეადგენს 9 ლარს. თითო დამატებულ კილოგრამს დაემატება მხოლოდ 1 ლარი. 
 80 ლარის შეძენისას მიწოდება უფასოა!
რეგიონებში  - 1 კილოგრამის ღირებულება შეადგენს 14 ლარს. თითო დამატებულ კილოგრამს დაემატება მხოლოდ 1 ლარი. 
120 ლარის შეძენისას 1 კილოდე მიწოდება უფასოა!
                                          
3. შეკვეთის მიღება:
audera.ge ვალდებულია პროდუქტი მოგაწოდოთ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც იქნება მითითებულ მისამართზე. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია audera.ge-ს ავტორიზებულ პირს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შეკვეთის უნიკალური კოდის უსაფრთხოება. 
პროდუქტის მოტანის შემთხვევაში audera.ge-ს ავტორიზებული პირი წარმოგიდგენთ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც ხელმოწერით უნდა დადასტურდეს მიმღების მიერ. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე მიმღები ვალდებულია ვიზუალურად დაათვალიეროს პროდუქტი. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან პროდუქტი ითვლება ჩაბარებულად და არ მიიღება მომხმარებლის რაიმე პრეტენზია.
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარება არ ხდება უშუალოდ მომხმარებლის მიერ, მომხმარებელი ვალდებულია მიმღებს განუმარტოს, audera.ge-ს ავტორიზებული წარმომადგენლისთვის შეკვეთის უნიკალური კოდისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიწოდება, აგრეთვე მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა წარმოადგენს პროდუქტის მიღების აუცილებელ პირობას.
4. შეკვეთის გაუქმება: 
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეკვეთა არ არის დადასტურებული კურიერის მიერ!